Add caption |
სამშვილდის ნაქალაქარი
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით
როდიდან არსებობს სამშვილდე,როგორც ქალაქი დარა როლს ასრულებდა იგი საქართველოს თავდაცვით სისტემაში?
რა როლი შეასრულა ქალაქმა დავით აღმაშენებლის დროს? რომელი მნიშვნელოვანი ბრძოლები აქვს ქალაქს გადატანილი?
პროექტის აქტუალობა
პროექტი აქტუალური და მნიშვნელოვანია იმით,რომ იგი ეხება მშობლიური კუთხის,ქვემო ქართლის წარსულს.პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კვლევა–ძიების უნარ–ჩვევების განმტკიცებას,ისტორიული წარსულის სიდიადით გამოწვეული პატრიოტული გრძნობის გაღრმავებას,საკუთარი ქვეყნისა და კუთხის ისტორიის უკეთ შესწავლას.
პროექტის მიზნები
1.მშობლიური კუთხის ისტორიის უკეთ შესწავლა
2.ქვეყნის ინტერესების,ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობების გააზრება.
3.კვლევა–ძიების უნარის განვითარება.
4.კომუნიკაციის უნარის განვითარება.
5.ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება,ინფორმაციის მოპოვება,დამუშავება,ანალიზი.
მონაწილეთა ასაკი
14-15 წელი
ვადები/ხანგრძლივობა
2-3 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
გაკეთდება ბლოგი,სადაც დაიდება პროექტის მასალა.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
ინტერნეტი,ვიდეოკამერა,ფოტოაპარატი,წიგნები,კალამი,ფურცელი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
მოსწავლეებთან ერთად შეირჩევა თემა და ჩამოყალიბდება შესაბამისი კითხვები.
მიზნობრივი გადანაწილებით შეიქმნება ორი ჯგუფი: პირველი ჯგუფი და მეორე ჯგუფი.
ჯგუფებთან ერთად შევიმუშავებთ გეგმას.
გადავანაწილებ ჯგუფებში მოვალეობებს(ვინ უხელმძღვანელებს ჯგუფებს,ვინ რას შეასრულებს და როდის)
პირველი ჯგუფი:როდიდან არსებობს სამშვილდე როგორც ქალაქი და რა როლს ასრულებდა იგი საქართველოს თავდაცვით სისტემაში?ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება.
მეორე ჯგუფი:რა როლი შეასრულა ქალაქმა დავით აღმაშენებლის დროს?რომელი მნიშვნელოვანი ბრძოლები აქვს ქალაქს გადატანილი? ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება.
ბლოგზე პროექტის პრეზენტაცია.
მოსწავლეები პროექტის შესრულებისათვის შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით:1.პროექტის ვიზუალური ნაწილი. 2.თემასთან შესაბამისობა.3.ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება 4.მთლიანი შთაბეჭდილება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
გეოგრაფია: საქართველოს რომელ კუთხეში მდებარეობს სამშვილდის ნაქალაქარი? როგორი ჰავაა ამ კუთხეში?რელიეფი,ნიადაგი და ბუნება.
ისტ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)
ნონა ბეგიაშვილი
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა
nonabegiashvili@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი
nonabegiashvili5.blogspot.com
No comments:
Post a Comment